ბორჯღალოსნები რაგბის მსოფლიო თასზე მორიგი მატჩისთვის ემზადებიან

ბორჯღალოსნები რაგბის მსოფლიო თასზე მორიგი მატჩისთვის ემზადებიან

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ეროვნული ნაკრები მორიგი მატჩისთვის ემზადება. 3 ოქტომბერს ბორჯღალოსნები ფიჯის ეროვნულ გუნდს შეხვდებიან და ჩემპიონატზე მეორე გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან. დღეს, პირველ ოქტომბერს, ქართველმა მორაგბეებმა ვარჯიში ქალაქ ოსაკაში გამართეს.

შეგახსენებთ, რომ ჩვენს გუნდს ამჟამად ერთი წაგება (უელსი) და ერთი მოგება (ურუგვაი) აქვს და D ჯგუფში მესამე ადგილს ფლობს. მეოთხედფინალში ჯგუფიდან პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები გადიან, ხოლო მესამეზე გასული ნაკრები მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე დაიბევებს ადგილს.

საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს 11 ოქტომბერს ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს.