ძმის მკვლელობისთვის ბრალდებულმა ციხეში თავი მოიკლა

ძმის მკვლელობისთვის ბრალდებულმა ციხეში თავი მოიკლა

ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი წურწუმიამ თავი მოიკლა. ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, 2019 წლის 30 სექტემბერს, წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ, ბრალდებული N2 პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს საკანში, სადაც იგი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

2019 წლის 1 ოქტომბერს, 16:28 სთ-ზე ბრალდებულმა პენიტენციურ დაწესებულებაში საკნის სარკმლის ცხაურზე, ზეწრის გამოყენებით თავი ჩამოიკიდა.

დაწესებულების თანამშრომლებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. პარალელურად პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი სარეანიმაციო ღონისძიებებს ატარებდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაწესებულებაში 17:30 სთ-ზე მივიდა, მაგრამ მედპერსონალის მცდელობის მიუხედავად, ბრალდებული გარდაიცვალა. 

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342​-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის, ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება, რამაც გამოიწვია ადამიანის სისცოცხლის მოსპობა) და ამავე კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა). 

28 სექტემბერს, გიორგი წურწუმიამ ძმას ცივი იარაღით გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან რამდენიმე საათში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. 30 სექტემბერს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.