საქართველოს პარლამენტმა კომპოზიტორ გია ყანჩელის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო

საქართველოს პარლამენტმა კომპოზიტორ გია ყანჩელის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, ქვეყანას და გია ყანჩელის შემოქმედების თაყვანისმცემლებს კომპოზიტორის გარდაცვალება მიუსამძიმრა.

“დღეს 84 წლის ასაკში, სამწუხაროდ, გარდაიცვალა გამორჩეული ქართველი კომპოზიტორი, გია ყანჩელი. თუ ვინმემ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებას მეტი ხელოვნება, მეტი მელოდია შესძინა, ის უთუოდ იყო ერთ-ერთი. სევდიანია, რომ მისი გარდაცვალება ყვითელი ფოთლების დროს დაემთხვა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობილი კომპოზიტორი გია ყანჩელი 84 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა.