რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე შემწყნარებელი საქართველო აღმოჩნდა

რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე შემწყნარებელი საქართველო აღმოჩნდა

საერთაშორისო ორგანიზაცია ILGA-Europe-მა სექსუალური უმცირესობებისადმი ტოლერანტობის რეიტინგი შეადგინა, რომელიც ევროპისა და ცენტრალური აზიის 49 ქვეყანას მოიცავს. რეიტინგის მიხედვით ლგბტ თემის მიმართ ყველაზე შემწყნარებლები არიან მალტა, ბელგია, ლუქსემბურგი, ფინეთი, დანია და ნორვეგია. ყველაზე მძიმე მდგომარეობა კი აზერბაიჯანში, თურქეთში, სომხეთში და რუსეთშია ეს ქვეყნები რეიტინგის ბოლო 4 ადგილს იკავებენ. რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე შემწყნარებელი საქართველო აღმოჩნდა, ის 24-ე ადგილზეა, 35-ე პოზიციაზეა უკრაინა