ბორჯღალოსნები დღეს ფიჯის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან

ბორჯღალოსნები დღეს ფიჯის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან

რაგბის მსოფლიო თასზე დღეს იაპონიაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროის 09:15 საათზე იწყება. 

"ბორჯღალოსნებისთვის" ეს თასზე უკვე მესამე მატჩი იქნება, პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები უელსთან ანგარიშით 14:43 დამარცხდა. მეორე შეხვედრაში კი "ბორჯღალოსნებმა" ურუგვაის ნაკრები ანგარიშით 33:7 დაამარცხეს. შედეგად "ბორჯღალოსნები" D ჯგუფში, მესამე ადგილს იკავებენ. 

თუ ეროვნული გუნდი დღეს ფიჯის ნაკრებს დაამარცხებს, ამით "ბორჯღალოსნები" 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე გასვლას საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე შეძლებენ.