სექსსკანდალის გამო პლასიდო დომინგომ ლოს-ანჯელესის ოპერის დირექტორის პოსტი დატოვა

სექსსკანდალის გამო პლასიდო დომინგომ ლოს-ანჯელესის ოპერის დირექტორის პოსტი დატოვა

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულმა ესპანელმა საოპერო მომღერალმა და დირიჟორმა პლასიდო დომინგომ ლოს-ანჯელესის ოპერის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან თავად განაცხადა. 

"ბოლოდროინდელმა ბრალდებებმა, რომელიც პრესაში ჩემს წინააღმდეგ გავრცელდა, შექმნა ატმოსფერო რომელშიც ჩემი შესაძლებლობები რომ ვემსახურო ამ კომპანიას, რომელიც ასე ძალიან მიყვარს, საფრთხის ქვეშ დადგა", - განაცხადა პლასიდო დომინგომ. 

25 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პლასიდო დომინოგმ სექსსკანდანდალის გამო მეტროპოლიტენის ოპერა დატოვა. ლეგენდარული მომღერალი  სექსუალურ შევიწროებაში პირველად აგვისტოს დასაწყისში  დაადანაშაულეს. 9 ქალი ამტკიცებდა,  რომ დომინგო მათ სექსუალური ურთიერთობის სანაცვლოდ კარიერულ წინსვლაში დახმარებას ჰპირდებოდა. ცოტა ხნის წინ კი დომინგო სექსუალურ შევიწროებაში კიდევ 11-მა ქალმა დაადანაშაულა. 78 წლის ტენორი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.