„მე ვენდობი დავით ზალკალიანს“ - თინა ხიდაშელი ზალკანიანი-ლავროვის შეხვედრაზე

„მე ვენდობი დავით ზალკალიანს“ - თინა ხიდაშელი ზალკანიანი-ლავროვის შეხვედრაზე

მე ვენდობი ზალკალიანს, ეს შემიძლია სრულიად ღიად ვთქვა, ნებისმიერ ოთახში, სრულიად მარტო რომ იჯდეს ლავროვთან, მე ვენდობი ზალკალიანს, ვიცი იქ საქართველოს წარმოადგენს ქართველი პატრიოტი, რომელსაც აქვს ძალიან კონკრეტული დღის წესრიგი და ეს დღის წესრიგი აუცილებლად იქნება ქართული სახელმწიფოს სასარგებლოდ, - ამის შესახებ თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, დავით ზალკალიანი არც არავისზე ნაკლები დიპლომატია და არც არავისზე ნაკლები პატრიოტი.

„რა შედეგი დადგება შეხვედრიდან ეს მეორე საკითხია და სამწუხაროდ ზალკალიანზე არ არის და ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ მასთან დაკავშირებით მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ და არავისზე ნაკლები არც დიპლომატია და არც პატრიოტია ამ ქვეყნის“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ნიუ-იორკში, რუსეთისა და საქართველოს პირველი დიპლომატები ერთმანეთს 26 სექტემბერს შეხვდნენ.