„ევროპული საქართველო“  ხულოში  "ნაციონალური მოძრაობის"  კანდიდატს უჭერს მხარს

„ევროპული საქართველო“ ხულოში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს უჭერს მხარს

ხულოში შუალედურ არჩევნებზე მერობის "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს "ევროპული საქართველო" მხარს უჭერს. გიგი უგულავა რეგიონში ჩავიდა და ირაკლი ჯორბენაძესთან ერთად მოსახლეობას შეხვდა:         

“აქ ხულოში, ისევე როგორც ნებისმიერ ადგილას საქართველოში საზოგადოებას ემოციურად უკვე ივანიშვილი ჰყავთ გასტუმრებული. ახლა მთავარია, რომ დავირაზმოთ არ მივცეთ გაყალბების საშუალება და ეს ყველაფერი 19 მაისს უნდა გაფორმდეს ბიულეტენით, უნდა გაფორმდეს საარჩევნო ყუთთან. იმიტომ, რომ არჩევნები არის ერთადერთი საფუძველი ცვლილების და ჩვენ შემთხვევაში ერთადერთი საფუძველი განვითარების. 2012 წელს ჩვენ ხულოში გადავაბარეთ გამზადებული პროექტი და ფული გამოყოფილი იმისათვის, რომ ადიგენიდან ხულომდე დამაკავშირებელი გზა გაკეთებულიყო. სამწუხაროდ უკვე მე7 წელი მიდის და ეს გზა არ არის გაკეთებული. მარტო ეს გზა მთლიანად შეცვლიდა აქაურობას, მიცემდა ამოსუნთქვის შესაძლებლობას, დაამაგრებდა ნებაყოფლობით აქ ადამიანებს და წავიდოდნენ ბათუმში და ან საერთოდ უცხოეთში“