ბადაგონის ღვინოებმა ერთდროულად ორ საერთაშორისო კონკურსზე ოქროს მედლები მოიპოვა

ბადაგონის ღვინოებმა ერთდროულად ორ საერთაშორისო კონკურსზე ოქროს მედლები მოიპოვა


კომპანია ბადაგონის პრემიალური კლასის წითელი, მშრალი ღვინო - „საფერავი რეზერვი 2010“ ავსტრიაში გამართულ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - "AWC-VIENNA–International Wine Challenge" ოქროს მედლით დაჯილდოვდა.https://www.awc-vienna.at/en/news-2-2/

კონკურსი უკვე 19 წელია ტარდება და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და პრესტიჟულ ღვინის საერთაშორისო კონკურსად მიიჩნევა. 
წელს აქ მონაწილეობა 12617 სახეობის ღვინომ მიიღო  მსოფლიოს 42 ქვეყნის,  1756 ღვინის მწარმოებლისგან.
როგორც კომპანია ბადაგონში აცხადებენ, ასეთი დიდი კონკურენციის პირობებში გამარჯვება განსაკუთრებით აღსანიშნავია. 

მეორე ოქროს მედალი ბადაგონის პრემიალური კლასის ცქრიალა ღვინომ -  “ბადაგონი როზემ" მოიპოვა,  ლონდონში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე - “Glass Of Bubbly”. 

კომპანია ბადაგონის წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნულ კონკურსში  უმაღლესი შეფასების მოპოვება მეტად საამაყოა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ის,  სპეციფიკურად, შამპანურებსა და ცქრიალა ღვინოებს აფასებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. .https://www.glassofbubbly.com/the-worlds-finest-glass-of-bubbly-awards-2019-results/