"ყველა თანხმდება, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს -  შალვა შავგულიძე

"ყველა თანხმდება, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს - შალვა შავგულიძე

პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე მთაწმინდის ოლქში ბლოკის "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა შავგულიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ორბელიანის ქუჩაზე მცხოვრებ მთაწმინდელ ამომრჩეველს შეხვდა:   

"ვაგრძელებ შეხვედრებს მთაწმინდელ ამომრჩეველთან, ყველგან არის ერთი და იგივე განწყობა. ყველა თანხმდება იმაზე, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ძალიან მოხარულები იქნებიან, თუ ეს დაიწყება მთაწმინდის ოლქში ცვლილებით. მთავარი მიზეზი არის ის, რომ არც ერთი დაპირება, რომელიც ქართულმა ოცნებამ 2012 წელს გასცა, არ არის შესრულებული. არ შეასრულა სასამართლო სისტემაში სამართლიანობის დაბრუნების დაპირება, არ შეასრულა ეკონომიკის სფეროში დაპირებები: იაფი ფული, სამუშაო ადგილები და ა.შ."