ლვოვში თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა, დაიღუპა რამდენიმე ადამიანი

ლვოვში თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა, დაიღუპა რამდენიმე ადამიანი

უკრაინაში „ან-12“-ის ტიპის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა. არიან დაღუპულებიც.

როგორც უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი იუწყება, გარდაცვლილია სულ მცირე, ოთხი ადამიანი.

ინციდენტი ლვოვის აეროპორტში მოხდა, როდესაც სამხედრო თვითმფრინავი „ან-12“ ავარიულად ეშვებოდა. მომხდარი სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი