„თბილისის მუზეუმების კვირეული'' წელს მეორედ გაიმართება

„თბილისის მუზეუმების კვირეული'' წელს მეორედ გაიმართება

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით, მუზეუმების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, პროექტი „თბილისის მუზეუმების კვირეული'' წელს მეორედ გაიმართება:          

„თბილისის მუზეუმებში მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა. შეიქმნა სისტემატიზირებული და კოორდინირებული მენეჯმენტი, მოხდა მუზეუმების მოდერნიზება და პოპულარიზაცია, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ვახტანგ ჭაბუკიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმებს. 18 მაისს კოტე და სოსო წერეთლების სახელობის განახლებული მუზეუმი გაიხსნება. ასევე, მზადაა გალაკტიონის და შიო არაგვისპირელის მუზეუმების სარემონტო სამუშაოების პროექტები, რომლებიც მიმდინარე წელს განხორციელდება"