ტრამპი ჩემთან ერთად დადიოდა, რათა წარმატებასთან ყოფილიყო ასოცირებული - მიხეილ სააკაშვილი

ტრამპი ჩემთან ერთად დადიოდა, რათა წარმატებასთან ყოფილიყო ასოცირებული - მიხეილ სააკაშვილი

რატომ ჩამოვიდა ტრამპი საქართველოში? იმიტომ, რატომაც გვაქებდა, მასთან მიწვევდა მის სახლში, საერთოდაც ნიუ-იორკში დადიოდა ჩემთან ერთად ქუჩებში, თეატრებში და რესტორნებში. რატომ? იმიტომ, რომ ყველას მოსწონს, როცა წარმატებასთან ასოცირდება -ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელ სტუდენტებთან ისაუბრა.

ექსპრეზიდენტი სტუდენტებს ესაუბრა იმაზე, თუ  როგორ აქცია ქვეყანა ტურისტებისთვის საინტერესო ადგილად, რა დროსაც ისიც აღნიშნა, რომ თვითონ წარმატების სიმბოლო იყო.

„მაშინ ის კანდიდატი იყო საპრეზიდენტო არჩევნებზე და სურდა, რომ წარმატებასთან ყოფილიყო ასოცირებული. ის ყველგან ამბობდა: ვოუ, მე ვიცნობ სააკაშვილს, ის ისეთი მაგარია. მე ჩამოვედი ბათუმიდან და ყველაზე მაგარი ქალაქია. მათ ყველაზე მაგარი განათლების და საგადასახადო სისტემა აქვთ“,- განაცხადა სააკაშვილმა.