გიორგი ქობულია არ აქვს ჯარისკაცის ფსიქოლოგია

გიორგი ქობულია არ აქვს ჯარისკაცის ფსიქოლოგია

მმართველი გუნდი თუ იტყვის, რომ იუსტიციის მინისტრი უნდა წავიდეს, აბსოლუტურად უსიტყვოდ და პარლამენტში სიარულის გარეშე ვაპირებ ეს გავაკეთო, რადგან მე ჯარისკაცის ფსიქოლოგია მაქვს და როგორც ჩანს, გიორგი ქობულია არ აქვს ჯარისკაცის ფსიქოლოგია, - განაცხადა თეა წულუკიანმა:         

„მე ბატონ გოგას დიდ პატივს ვცემდი ყოველთვის, ის იყო ჩემი კოლეგა რამდენიმე თვის განმავლობში. ჩვენ ასევე ახალგაზრდობაც გვაკავშირებს, ერთი და იგივე სკოლა დავამთავრეთ. ჩემთვის ცოტა უცნაური იყო მისი ხილვა პარლამენტში, მაგრამ ყველა მინისტრი და ყოფილი მინისტრი მის არჩევანში თავისუფალია. ჩემს თავზე შემიძლია ვთქვა, რომ თუ მმართველი გუნდი იტყვის, რომ იუსტიციის მინისტრი უნდა წავიდეს, აბსოლუტურად უსიტყვოდ და პარლამენტში სიარულის გარეშე ვაპირებ ეს გავაკეთო, რადგან მე ალბათ ჯარისკაცის ფსიქოლოგია მაქვს და როგორც ჩანს, მას არ აქვს ჯარისკაცის ფსიქოლოგია“