მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულს დღეს გამოავლენენ

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულს დღეს გამოავლენენ

5 ოქტომბერს, 19:00 საათზე, მთაწმინდის პარკში, კლუბში „ანდერვილი“ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონიალი გაიმართება. ცერემონიალზე ხუთი ფინალისტიდან ერთ-ერთი ჯილდოს მფლობელი გახდება, მას, ფულადი პრიზი- 10 000 ლარს გადასცემენ.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ განათლების კოალიციის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პატრნიორობით უკვე მესამედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები არიან:

თამარ ადამია – დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას და თბილისის N26 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი;

ნათია კურტანიძე – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის, დაწყებითი საფეხურის და ტექნოლოგიების მასწავლებელი;

მაია მენაბდე – ბათუმის N3 საჯარო სკოლის და კერძო სკოლის „განათლება”, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

ქეთევან მერებაშვილი – სკოლა-ლიცეუმ პრომეთეს, გეოგრაფიის მასწავლებელი;

გიორგი ჭაუჭიძე – მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი.