თურქეთი სირიაში ანტიტერორისტული ოპერაციის დასაწყებად მზადაა

თურქეთი სირიაში ანტიტერორისტული ოპერაციის დასაწყებად მზადაა

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მისი ქვეყანა მზად არის, უახლოეს დღეებში სირიაში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყოს. 

ერდოღანის თქმით, უსაფრთხოების ზონის შექმნა სირიელების სამშობლოში დაბრუნების ყველაზე ლოგიკური და გამართლებული გეგმაა. მისივე თქმით, მდინარე ევფრატიდან აღმოსავლეთისკენ მდებარე ტერიტორიაზე 2 მილიონამდე ადამიანი უნდა დაბრუნდეს.

„ჩავატარეთ მოსამზადებელი სამუშაო, შევიმუშავეთ ოპერატიული გეგმები და ინსტრუქციები გავეცით. ოპერაცია როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო იქნება“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.