ამოქმედდება სერვისი, რომელიც ოჯახებს ტყვიის კერის აღმოჩენაში ინდივიდუალურად დაეხმარება - დავით ჯორბენაძე

ამოქმედდება სერვისი, რომელიც ოჯახებს ტყვიის კერის აღმოჩენაში ინდივიდუალურად დაეხმარება - დავით ჯორბენაძე

10 მაისიდან ამოქმედდება სერვისი, რომელიც ტყვიის კერის აღმოჩენაში ინდივიდუალურად დაეხმარება ოჯახებს, - განაცხადა ბრიფინგზე  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა დავით ჯორბენაძემ:       

„მომსახურების სერვისს, რომელიც ითვალისწინებს ოჯახში მუშაობას, ტყვიის კერის მოსაძებნად, ახორციელებს ლაბორატორია ,,მედი პრაიმი“, სადაც აღმოჩენის შემთხევაში კეთდება შეთავაზება, დაახლოებით 85-ლარამდე ჯდება სახლის გარემო პირობების გამოკვლევა(ჰაერის გარეშე). ეს სერვისი(გამსვლელი ჯგუფი) ამოქმედდება 10 მაისიდან და ოჯახში ტყვიის შემცველი საყოფაცხოვრებო საგნის აღმოჩენაში დაეხმარება ადამიანებს, რადგან კერის მიგნება უმთავრესია შემდგომი მკურნალობისთვის. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ არსებობს სპეციალური აპარატი, რომლითაც ისინჯება სამშენებლო მასალები ტყვიის შემცველობაზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აპირებს ამ მოწყობილობის შეძენას თავისი ლაბორატორიისთვის.

ფაქტობრივად, ორსულთა თითქმის 90%-ს უდგინდება სისხლში ტყვია. არის რამდენიმე კლინიკა საქართველოში, სადაც ყველა ორსულზე კეთდება ანალიზი ტყვიაზე. ქართველი ექიმები უკვე მზად არიან ამერიკული და ევროპული პროტოკოლებით იმუშაონ საქართველოში ორსულებზე, ტყვიის მართვასთან დაკავშირებით. მე ვიყავი ავტორი პეტიციის, რომ ორსულებშიც დაწყებულიყო კვლევა და მივმართე მერიას. უკვე მერიაში ამზადებენ შეხვედრას და საუბარი მალე გვექნება. მთავარია, რომ დაიწყო პროცესი, ვემზადებით მასშტაბური სამუშაოებისთვის, რისთვისაც სახელმწიფოს მხრიდან სრული ხელშეწყობა გვაქვს“