რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში ხანძარი გაჩნდა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში ხანძარი გაჩნდა

მოსკოვში, სმოლენსკის მოედანზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის ერთ-ერთ ფლიგელში ხანძარი გაჩნდა.

როგორც რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, დაკვამლიანება მოკლე ჩართვამ გამოიწვია. მათივე ინფორმაციით, ცეცხლი შენობაში არ გავრცელებულა და დაკვამლიანების კერა ამ დროისათვის ლოკალიზებულია.

რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.