თურქეთი სირიის საზღვართან სამხედრო ძალების მობილიზაციას ახდენს

თურქეთი სირიის საზღვართან სამხედრო ძალების მობილიზაციას ახდენს

თურქეთი სირიის საზღვართან სამხედრო ძალების მობილიზაციას ახდენს. როგორც იუწყებიან, ეს შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ახალ სამხედრო ოპერაციასთან, რომლის დაწყება თურქეთის პრეზიდენტმა დააანონსა.

როგორც ერდოღანმა განაცხადა, ოპერაციის მიზანი მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიებიდან სირიელი ქურთი მებრძოლების განდევნა და უსაფრთხოების ზონის მოწყობაა.

როგორც თურქული მედია იუწყება, სირიის საზღვართან სამხედროები და ტექნიკა უკვე გაემგზავრა.

თუ სამხედროები სირიის საზღვარს გადაკვეთენ, ეს რიგით მესამე სამხედრო ოპერაცია იქნება, რომლსაც ანკარა სირიის ტერიტორიაზე ჩაატარებს. სირიაში თურქეთის ნაბიჯებს საერთაშორისო სამართლის დარღვევა უწოდეს.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ თურქმა სამხედროებმა დაყონებლივ უნდა დატოვონ სირიის ტერიტორია.