ავსტრიაში, კაცმა ყოფილი შეყვარებული, მისი ოჯახის წევრები და გოგოს ახალი შეყვარებული მოკლა

ავსტრიაში, კაცმა ყოფილი შეყვარებული, მისი ოჯახის წევრები და გოგოს ახალი შეყვარებული მოკლა

ავსტრიის პოლიციამ ხუთი ადამიანის მკვლელობისთვის 25 წლის კაცი დააკავა. შემთხვევა საკურორტო ქალაქ კიცბიუელში მოხდა. მამაკაცმა ყოფილი შეყვარებული, მამამისი, დედა, გოგოს ძმა და გოგონას ახალი შეყვარებული დახოცა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuter-ი ავრცელებს.

სამართალდამცველების ცნობით, დამნაშავემ ძმის იარაღით ჯერ გოგოს მამა მოკლა, რომელმაც მას კარი გაუღო, შემდეგ გოგონას ძმას, დედას ესროლა, რის შემდეგაც, საძინებელში თავისი ყოფილი შეყვარებული, 19 წლის გოგო და მისი მეგობარი 24 წლის მამაკაცი მოკლა.

პოლიციის ინფორმაციით, 25 წლის მამაკაცი პოლიციაში თავისი ნებით მივიდა და ხუთი ადამიანის მკვლელობა აღიარა. მომხდარის მიზეზად პოლიცია ეჭვიანობას ასახელებს.