საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანი კლინიკაშია გადაყვანილი

საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანი კლინიკაშია გადაყვანილი

საკრებულოს წევრი ილია ჯიშკარიანი ამ დრომდე კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსში" რჩება და მკურნალობას აგრძელებს. როგორც კლინიკის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ანა გოგიჩაძემ  განაცხადა, ილია ჯიშკარიანი კლინიკაში გუშინ გამთენიისას სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა შეიყვანა.

ილია ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით ცნობებს, პაციენტის სურვილიდან გამომდინარე, არ ასაჯაროებენ.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძექართული ოცნების" დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

 

წყარო: "ინტერპრესნიუსი"