მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები დასახელდნენ

მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები დასახელდნენ

ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში 2019 წლის ნობელის პრემიის ლაურეატებად დასახელდა ორი ამერიკელი და ერთი ბრიტანელი მეცნიერი - ულიამ კელინი, გრეგ სემენცი და სერ პიტერ რეტკლიფი.

მეცნიერებს ჯილდო მიენიჭათ „ჟანგბადის უკმარისობის მიმართ უჯრედების ადაპტირების“ კვლევის სფეროში მიღწეული აღმოჩენისათვის, რაც მნიშვნელოვანია ონკოლოგიური დაავადებების თერაპიის მეთოდების შემდგომი სრულყოფისთვის.

წელს ნობელის პრემია 9 მილიონ შვედურ კრონს, დაახლოებით 900 ათას დოლარს შეადგენს. ეს თანხა სამ ლაურეატს გაუნაწილდება.

ამ კვირაში დასახელდებიან ასევე ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობისა და ლიტერატურის დარგებში.

წყარო: რადიო თავისუფლება