ხმები პოლიტიკაში ჩემი დაბრუნების შესახებ უსაფუძვლოა - ირაკლი ალასანია

ხმები პოლიტიკაში ჩემი დაბრუნების შესახებ უსაფუძვლოა - ირაკლი ალასანია

თავდაცვის ყოფილი  მინისტრი და “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი ლიდერი ირაკლი ალასანია პოლიტიკაში მისი შესაძლო დაბრუნების შესახებ ინფორმაციას უარყოფს.

“ჩემს გეგმებში არ შედის პოლიტიკაში დაბრუნება. ჩემთვის საინტერესო და ამავე დროს ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს ვაკეთებ – მომაქვს კერძო ევროპული ინვესტიციები საქართველოში. ხმები პოლიტიკაში ჩემი დაბრუნების შესახებ უსაფუძვლოა”, – განმარტა ირაკლი ალასანიამ.

ირაკლი ალასანიას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია,  საინფორმაციო სააგენტო 20/20-მა გაავრცელა. მედიასაშუალების ცნობით, ალასანია ნოემბერში გააკეთებს განცხადებას, თუმცა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამ ინფორმაციას უარყოფს.

 

წყარო: “აიპრესი“