ტრამპი: მთლიანად მოვსპობ თურქეთის ეკონომიკას, თუ ის ზღვარს გადავა

ტრამპი: მთლიანად მოვსპობ თურქეთის ეკონომიკას, თუ ის ზღვარს გადავა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთს ეკონომიკის განადგურებითა და მოსპობით იმუქრება, თუკი იგი ზღვარს გადავა. ამის შესახებ პრეზიდენტმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.

„მე მანამდეც მკაცრად განვაცხადე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ: თუკი თურქეთი ისეთ რამეს გააკეთებს, რასაც ჩემი დიდებული და შეუდარებელი სიბრძნით, მივიჩნევ ზღვარგადასულად, მე მთლიანად გავანადგურებ და მოვსპობ თურქეთის ეკონომიკას, რაც ერთხელ უკვე გავაკეთე“ ,- წერს ტრამპი.

ტრამპის თქმით, თურქეთი, ევროპა და სხვა ქვეყნები უნდა დააკვირდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ დაკავებულ მებრძოლებსა და მათ ოჯახებს.

„აშშ-მა გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე ამას ვინმე ელოდებოდა, მათ შორის 100 %-ით დაატყვევა „ისლამური სახელმწიფოს“ ხალიფატი. ახლა, დროა, რეგიონში სხვებმა, ვისაც დიდი შესაძლებლობები გააჩნია, დაიცვან საკუთარი ტერიტორიები. აშშ დიდებულია“, – წერს დონალდ ტრამპი.