მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ საქართველოს მტკიცედ უჭირავს ევროატლანტიკური კურსი და  გიორგი გახარიას პირობებში ეს კურსი გაგრძელდება - გია აბაშიძე  „ვაშინგტონ თაიმსის“  სტატიაზე

მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ საქართველოს მტკიცედ უჭირავს ევროატლანტიკური კურსი და  გიორგი გახარიას პირობებში ეს კურსი გაგრძელდება - გია აბაშიძე „ვაშინგტონ თაიმსის“ სტატიაზე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამერიკული გამოცემავაშინგტონ თაიმსში„ გამოქვეყნებულ სტატიაზე  ამბობს, რომ ნიშვნელოვანია, როდესაც ისრაელთან ერთად საქართველოს მოიაზრებენ, როგორც ამერიკის ერთ-ერთ საიმედო პარტნიორს რეგიონში.

ნალიტიკოსი SpacesNews-თან საუბარში  აცხადებს, რომ საგულისხმოა,  როდესაც საუბარია იმაზე, რომ საქართველოს მტკიცედ უჭირავს  ევროატლანტიკური კურსი და ახალი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პირობებში, ეს კურსი გაგრძელდება და პრიორიტეტული იქნება  ისე, რომ არ მოხდეს მოსკოვის პროვოცირება.

„საკმაოდ სასიამოვნო, საინტერესო და პოზიტიური სატატია იყო. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველო მოხსენიებულია  ისრაელთან ერთად, როგორც ამერიკის ყველაზე ერთგული, საიმედო მეგობარი და მოკავშირე  რეგიონში. სტატიაში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს მტკიცედ უჭირავს ევროატლანტიკური კურსი და ახალი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პირობებში, ეს კურსი გაგრძელდება და პრიორიტეტული იქნება  ისე, რომ არ მოხდეს მოსკოვის პროვიცირება. ეს იყო მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც ჯდება გლობალურ კონტექსტში. როდესაც ჭკვიანური, რაციონალური და პირდაპირი დიალოგით,  დასავლელი  პარტნიორების მეშვეობით, საქართველომ, ისევე როგორც ჩვენმა პარტნიორმა უკრაინამ, უნდა მივაღწიოთ დეესკალაციას და ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით. სინტერესოა, როდესაც ჩემს ქვეყანაზე ასე ლაპარაკობენ და ისრაელთან ერთად მოიაზრებენ, როგორც ამერიკის ერთ-ერთ საიმედო პარტნიორს რეგიონში და გიორგი გახარიას, როგორც ევროატლანტიკური კურსის მტკიცე გამგრძელებლს, ისე რომ რუსეთი არ გააღიზიანოს“ , - განაცხადა გია აბაშიძემ SpacesNews-თან.

ამერიკული გამოცემავაშინგტონ თაიმსისაქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც წერს, რომ საქართველოს საკვანძო მნიშვნელობა აქვს გეოპოლიტიკური სტრატეგიების მიმდინარე გადათამაშებაში.

სტატიის ავტორი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საქმიანობაზეც საუბრობს.
როგორც უცხოური გამოცემა იუწყება, გახარიას წარმატებულმა საქმიანობამ ეკონომიკის სექტორში მნიშვნელოვნად განაპირობა ის, რომ მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების ბოლო ინდექსში საქართველო მე-6 ადგილს იკავებს, ხოლო ხელისუფლების ეფექტიანობის და კორუფციასთან ბრძოლის კატეგორიებში საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობას.