დღეს პარლამენტში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს მოუსმენენ

დღეს პარლამენტში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს მოუსმენენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რიგით მე-8 კანდიდატს, მოქმედ გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს მოუსმენს. მოსმენა 10:00 საათზე დაიწყება.

როგორც გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, შალვა თადუმაძე უპასუხებს ყველა კითხვას, მათ შორის მის დიპლომთან დაკავშირებითაც.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თადუმაძის დიპლომში მითითებულია, რომ მან დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში 1993 წელს ჩააბარა, მაშინ, როდესაც თავად ინსტიტუტი მომდევნო წელს დაფუძნდა. ორგანიზაციის ცნობით, შეუსაბამობა იკვეთება სასწავლებლის დამთავრების თარიღთან დაკავშირებითაც.