ზურაბ წიქარიძე მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია

ზურაბ წიქარიძე მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია

თბილისში მიმდინარე ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს ზურაბ წიქარიძემ ოქროს მედალი მოიპოვა. ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში რუსი არხანგელსკი 2-1 დაამარცხა და ვეტერანებს შორის მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი გახდა.

ფინალში ქართველი ფალავანი რუსს მეტოქეს 100 კგ წონით კატეგორიაში დაუპირისპირდა.