მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტში შეუშვეს

მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტში შეუშვეს

მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობაში იმყოფება. მას დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში პარლამენტში შემოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

მალხაზ მაჩალიკაშვილს სურს, რომ დაესწროს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს უსმენენ.

„თუ მექნება უფლება, დავსვამ კითხვას, თუ არა – მოვუსმენ. მე მინდა, რომ დავესწრო სხდომას და ყველა ვხედავთ, რომ ეს შეუძლებელია, იმის გამო, რომ ამ ადამიანებს რცხვენიათ ჩემს თვალებში შემოხედვა“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.