თბილისში ნათლიამ ნათლული მოკლა

თბილისში ნათლიამ ნათლული მოკლა

თბილისში, ორხევის დასახლებაში ნათლიამ ნათლული მოკლა. შემთხვევა დღეს დილით, მუხაძის ქუჩაზე მოხდა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცებს შორის კონფლიქტი წარსულში არსებულ უთანხმოებას მოჰყვა.

მოკლულს რამდენიმე ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება. ის ადგილზე გარდაიცვალა.

მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.