ბატონო, შალვა, თქვენ ხართ თაღლითი! - სამადაშვილი თადუმაძეს

ბატონო, შალვა, თქვენ ხართ თაღლითი! - სამადაშვილი თადუმაძეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მოქმედ გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს თაღლითი უწოდა.

„ბატონო, შალვა, თქვენ ხართ თაღლითი!“ - უთხრა სამადაშვილმა თადუმაძეს.

სამადაშვილის აღნიშნულ რეპლიკას გამოეხმაურა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, რომელმაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრს კორექტულობისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის, პარლამენტში დეპუტატები დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რიგით მე-8 კანდიდატს, შალვა თადუმაძეს უსმენენ.