რომან გოცირიძე შალვა თადუმაძის თანაკურსელებს სახინკლეში ეპატიჟება

რომან გოცირიძე შალვა თადუმაძის თანაკურსელებს სახინკლეში ეპატიჟება

„ნაციონალური მოძრაბის წევრმა” იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, შალვა თადუმაძის თანაკურსელები ხინკლის საჭმელად რესტორანში დაპატიჟა.

“ბატონო შალვა, ვინც  ზუსტად თქვენნაირ დიპლომს მომიტანს და დაადასტურებს, რომ იყო თქვენი თანაკურსელი, ყველას გეპატიჟებით თბილისის უმაღლეს სახინკლეში” – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა რომან გოცირიძემ.

ამ კითხვას გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემაც უპასუხა და განაცხადა, რომ ამ საკითხს დააორგანიზებს.

პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე საქართველოს გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს უსმენენ.