„შმაქსს“ მალე გამოძახების სერვისი დაემატება

„შმაქსს“ მალე გამოძახების სერვისი დაემატება

„შმაქსს“ მალე ქოლ-ცენტრი დაემატება, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემაში "გირჩის აზრი" განაცხადა. 

მისი თქმით, მომხმარებლები საგანმანათლებლო სერვისს ბორბლებზე, გამოძახების საშუალებითაც მიიღებენ.

კიდევ ერთი სიახლე, „შმაქსისტებისთვის“ საგანმანათლებლო მასალების პაკეტის მიწოდება იქნება. ვიდეო და აუდიო ჩანაწერებს, შმაქსის მასწავლებლები მიიღებენ CD დისკებით, მათ ასევე ელექტრონულად ჩამოტვირთვის რამდენიმე გზა ექნებათ. 

„ჩვეულებრივად, ვაპირებთ, რომ ეს საგანმანათლებლო კამპანია გაიზარდოს როგორც ბიზნესი“ - აცხადებს ჯაფარიძე.