ბრძოლას ვიწყებ - სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული დეპუტატის პირველი კომენტარი

ბრძოლას ვიწყებ - სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული დეპუტატის პირველი კომენტარი

თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ილია ჯიშკარიანი სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით არსებულ ბრალდებაზე პირველ კომენტარს აკეთებს, რომელსაც სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ილია ჯიშკარიანის განცხადებით, მისთვის ბრალის წარდგენა შოკისმომგვრელი იყო. ამასთან, ჯიშკარიანის თქმით, ეს "ცრუ ბრალდებაა".

„ეს არის ცრუ ბრალდება, ძალიან მძიმეა, მაგრამ ცრუა. ბრალს არ ვაღიარებ. კანონი რასაც ითვალისწინებს, სასამართლო იქნება თუ საგამოძიებო მოქმედებები, მზად ვარ, ყველაფერში მონაწილეობა მივიღო. არასდროს შემიშლია ხელი და არც გამოძიებისთვის მითქვამს უარი. რაც იყო იმასთან დაკავშირებით ჩვენება მივეცი.

სიმართლე გითხრათ, ბრალის წაყენებას არ ველოდი. საიდან? რანაირად? ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო. ეს რომ გავიგე, ხელებში და ფეხებში ძალა წამერთვა, საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდი. ახლა ბრძოლას ვიწყებ და შეხედავს საზოგადოება, ჩემი მშობლები, ჩემი ამომრჩეველი, ნათესავები და თქვენც დაინახავთ“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.