„ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა და გამოწვევები“ -  ორგანიზაცია „ჯეოქეის “ დისკუსიას გამართავს

„ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა და გამოწვევები“ - ორგანიზაცია „ჯეოქეის “ დისკუსიას გამართავს

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეის” გამართავს  დისკუსიას თემაზე: “ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა და გამოწვევები: ფიქრი და განსჯა“ .     
დისკუსიაში სამოქალაქო და საჯარო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მკვლევარები მიიღებენ მონაწილეობას.
 ღონისძიებას, სპეციალური სტუმრის სტატუსით, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი, უილიამ ლეჰიუ, დაესწრება. 
ღონისძიების მიზანია, ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების შესახებ მსჯელობა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სხვადასხვა გზების ანალიზი და ატლანტიკური თანამეგობრობის ფარგლებში, ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების სხვა ოპტიმალურ ვარიანტებზე შეფასებების მოსმენა. 
ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისი”  საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუციებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს მაღალი დონის ექსპერტიზით უზრუნველყოფას, გამჭვირვალობას, დამოუკიდებელ ანალიზს და პოლიტიკაზე რეკომენდაციების შემუშავებას სთავაზობს. გარდა ამისა, ორგანიზაციის მიზანია, საერთაშორისო პარტნიორების, მოკავშირეებისა და მხარდამჭერებისთვის ქვეყნის შესახებ ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდება, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების გაძლიერების და შეუქცევადობის ხელშეწყობა, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისათვის აუცილებელი ანალიტიკური და სარეკომენდაციო წინადადებების შემუშავება, საზოგადოების სახელმწიფოებრივი, სამოქალაქო და სამართლებრივი თვითშეგნების ზრდის პროცესის ხელშეწყობა.

„ ჯეოქეის“ მიერ ორგანიზებული დისკუსია 11:00 საათზე დაიწყება.