„ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლები გაფიცულ მაღაროელებს ხვდებიან

„ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლები გაფიცულ მაღაროელებს ხვდებიან

ირაკლი კობახიძის, კახა კალაძისა და ირაკლი ღარიბაშვილის ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებთან ​​ შეხვედრის შემდეგ, მათ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლები ხვდებიან. კომპანიის მენეჯმენტთან შეხვედრა ჭიათურის თეატრში მიმდინარეობს.

შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი კომპანიის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსთან და ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორთან ერთად მაღაროელთა შეკითხვებს პასუხობენ.

ჭიათურაში მაღაროელების ნაწილი გუშინ გაიფიცა. „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლები ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ