საქართველოს ისტორიაში მოსამართლეების შერჩევის პროცესი ასეთი გამჭვირვალე არასდროს ყოფილა - კარლ ჰარცელი

საქართველოს ისტორიაში მოსამართლეების შერჩევის პროცესი ასეთი გამჭვირვალე არასდროს ყოფილა - კარლ ჰარცელი

საქართველოს ისტორიაში მოსამართლეების შერჩევის პროცესის გარშემო არასდროს ყოფილა ასეთი დეტალური განხილვა და გამჭვირვალობა, ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

როგორც კარლ ჰარცელმა აღნიშნა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი.

„ბოლო 11 თვის განმავლობაში ჩვენ ამ პროცესში აქტიურად ვართ ჩართულები და ჩვენ მის დასასრულს ვუახლოვდებით. როგორც იცით, იყო კითხვები შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებით, ასევე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატების წარდგენის პროცესთან დაკავშირებით, თუმცა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვხედავ პარლამენტში, არის კარგი ამბავი. საქართველოს ისტორიაში მოსამართლეების შერჩევის პროცესის გარშემო არასდროს ყოფილა ასეთი დეტალური განხილვა და გამჭვირვალობა. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია. ეს ნიშნავს, რომ ყველას შეუძლია, შეფასება გააკეთეს, მათ შორის პარლამენტის წევრებს, რომლებმაც საბოლოოდ ამ მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით სწორი დასკვნა უნდა გააკეთონ. ეს უნდა იყოს შეფასებული უმაღლესი პროფესიული და პერსონალური სტანდარტების შესაბამისად. ასე, რომ რამდენიმე კვირაში პარლამენტისთვის და პარლამენტის წევრებისთვის იქნება მისაღები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ამ ინტერვიუების საფუძველზე დასკვნის გასაკეთებლად“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.