ვლადიმირ ზელენსკიმ მისი და დონალდ ტრამპის შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა

ვლადიმირ ზელენსკიმ მისი და დონალდ ტრამპის შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, მისი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

ვლადიმირ ზელენსკის თქმით, მან ტრამპს სთხოვა შეეწყვიტა უკრაინის, კორუმპირებული ქვეყნად მოხსენიება.

„მე მას ვუთხარი, შემოგვხედეთ, ნუთუ ვგავართ კორუმპირებულებს? ძალიან გთხოვთ ბატონო პრეზიდენტო, თეთრმა სახლმა თქვენს რიტორიკაში ეს იმიჯი შეცვალოს“,- განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ნიუ იორკში მასსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის ძალიან კარგი შეხვედრა შედგა.