"ოცნება“ და პირადად ბიძინა ივანიშვილი სრულად გაკოტრებულია

"ოცნება“ და პირადად ბიძინა ივანიშვილი სრულად გაკოტრებულია

"ევროპული საქართველოს" წევრები "იპოსის" კვლევას გამოეხმაურენ:   

„კვლევამ კიდევ ერთხელ ცალსახად დაადასტურა, რომ „ქართული ოცნება“ და მისი ხელმძღვანელი პირადად ბიძინა ივანიშვილი სრულად გაკოტრებულია ქართველი ამომრჩევლის თვალში და ამ პირობებში მათი ერთადერთი საყრდენი არის უიმედობის დათესვა ამომრჩეველში, რომ შეუძლებელია არჩევნების გზით ივანიშვილის ბოროტი მმართველობის დასრულება და ეს არ შეიცვლება. ხოლო, იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ცალსახად ვხედავთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ზოგადად პროდასავლური ოპოზიციის ერთიანი რეიტინგი მნიშვნელოვნად აღემატება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ რეიტინგს, ცალსახად ჩანს, რომ ამომრჩევლის აქტიურობის პირობებში ამ შუალედურ არჩევნებზეც კი პირდაპირ გამოჩნდება ივანიშვილის მარცხის წინაპირობა და საფუძვლები,“- აცხადებს ირაკლი აბესაძე.

„ბიძინა ივანიშვილის ჭარბი ნდობა და მისი რესურსი დასული არის, თითქმის, ნულზე. არავის აღარ სჯერა ამ ადამიანის. საკუთარ უმრავლესობაშიც კი, მე მგონი, მან თავისი რეიტინგი და თავისი ჭარბი ნდობა უბრალოდ დაკარგა. აღარაფერს ვამბობ რიგით მოქალაქეებზე, რომლებისთვისაც მთავრობა საერთოდ არ მუშაობს, არის კორუფცია, საკუთარი ჯიბეების გასქელება, არის უსამართლობის განცდა, მურუსიძე და ჩინჩალაძის უსამართლობის განცდა და შესაბამისად,  ეს გადადის რეიტინგებში. ამიტომ ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ყოველდღიურად ჰკარგავს ამომრჩევლის ნდობას და 2020 წელს ეს იქნება საფუძველი, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებს ხელისუფლებაზე,“- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.