ჩრდილოეთ კორეა და რუსეთი დეზინფორმაციასთან ერთობლივ ბრძოლას იწყებენ

ჩრდილოეთ კორეა და რუსეთი დეზინფორმაციასთან ერთობლივ ბრძოლას იწყებენ

რუსული და ჩრდილოკორეული სახელმწიფო მედიასაშუალებები ყალბ ახალ ამბებთან ერთობლივ ბრძოლას იწყებენ.შესაბამის შეთანხმებას ხელი KCNA-ს და ТАСС-ის ხელმძღვანელებმა მოაწერეს. ინფორმაციას Telegraph-ი ავრცელებს. 

„მედიაში ინფორმაციის არასწორ კონტექსტში მიწოდება გახშირდა, რის გამოც ასეთ დეზინფორმაციასთან ბრძოლა გადავწყვიტეთ. KCNA და ТАСС-ი ამ მიმართულებით ერთობლივად ვიმოქმედებთ“, - განაცხადა KCNA-ს ​ხელმძღვანელმა კიმ ჩან გვანგმა.

მხარეების განცხადებით, განსაკუთრებით ხშირად დეზინფორმაცია ფხენიანისა და ვაშინგტონის ურთიერთობების გაშუქებისას ვრცელდება.