სალომე ზურაბიშვილი ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრება

სალომე ზურაბიშვილი ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციას საქართველოს, ბალტიის ქვეყნებისა და უნგრეთის პრეზიდენტები დაესწრებიან. ამის შესახებ უკრაინული მედია საგარეო უწყების პრესმდივანზე, ეკატერინა ზელენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ამჟამინდელი მდგომარეობით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო დადასტურება ბალტიის ქვეყნების, საქართველოსა და უნგრეთის პრეზიდენტების მონაწილეობის შესახებ“, -აღნიშნა ზელენკომ.

ინფორმაცია, რომ ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციას სალომე ზურაბიშვილი დაესწრება, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაც ადასტურებს.

შეგახსენებთ,ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაცია 20 მაისს გაიმართება