საქართველოს და გერმანიას აქვთ ძლიერი სამხედრო კავშირი

საქართველოს და გერმანიას აქვთ ძლიერი სამხედრო კავშირი

საქართველოს და გერმანიას აქვთ ძლიერი სამხედრო კავშირი, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ურსულა ვან დერ ლეიენიმ ესტონეთში, ლენარტ მერის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში განაცხადა:           

„ჩრდილოეთ ავღანეთში იმყოფებიან ქართველი ჯარისკაცები, მათ გარეშე მისიის ფარგლებში წარმატებას ვერ მივაღწევდით. ჩვენ საერთო ღირებულებები გვაქვს, ეს გამოიხატება საერთო ფესვებში, კულტურასა და ენთუზიაზმში. ასევე იმ შეხედულებაში, თუ რატომ ვიმყოფებით ავღანეთში. ჩვენ საერთო მომავალი გვსურს, ამისთვის კი, აუცილებელია შემდეგი ღირებულებების დაცვა: დემოკრატია, თავისუფლება, თითოეული ადამიანის ღირსების დაცვა, კანონის უზენაესობა და თავისუფალი მედია. სწორედ ამიტომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ადაპტირდება და არის ისეთი ძლიერი, როგორც არასდროს ყოფილა. დღეს ნატო რომ არ არსებულიყო, მას თავიდან შევქმნიდით”