ევროსაბჭოს საგარეო საქმეთა მინისტერიალს მომავალი წლის გაზაფხულზე საქართველო უმასპინძლებს

ევროსაბჭოს საგარეო საქმეთა მინისტერიალს მომავალი წლის გაზაფხულზე საქართველო უმასპინძლებს

ევროსაბჭოს საგარეო საქმეთა მინისტერიალს მომავალი წლის გაზაფხულზე საქართველო უმასპინძლებს, როგოც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა:             

„ვაგრძელებთ მზადებას თავმჯდომარეობისთვის. ნოემბრიდან საქართველო საფრანგეთისგან გადმოიბარებს ევროპის საბჭოში თავმჯდომარეობას, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენ უკვე მზად ვართ და ვიცით, რა პრიორიტეტებიც იქნება ჩვენი თავმჯდომარეობის დროს. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ამ ორგანიზაციის ღირსეული თავმჯდომარე იქნება“