დღეს პარლამენტში დავით ზალკალიანს მოუსმენენ

დღეს პარლამენტში დავით ზალკალიანს მოუსმენენ

მინისტრის საათის ფარგლებში, დღეს პარლამენტში დავით ზალკალიანს მოუსმენენ. მინისტრთან კითხვები აქვთ, როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებსაც.

დეპუტატები საგარეო მიმართულებით არსებული გამოწვევებითა და სფეროში არსებული საკითხებით დაინტერესდებიან. ძირითადი თემები არაღიარების პოლიტიკა, რუს კოლეგასთან შეხვედრა და ოკუპირებული ტერიტორიები იქნება.