ლევან იზორია აშშ-ში ადმირალ მანფრედ ნილსონს შეხვდა

ლევან იზორია აშშ-ში ადმირალ მანფრედ ნილსონს შეხვდა

აშშ-ში ვიზიტი თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნორფოლკში, მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის (ACT) შტაბბინაში სტუმრობით დაიწყო. თავდაცვის უწყების დელეგაციას ნატო-ს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლის მოადგილემ, ადმირალ მანფრედ ნილსონმა უმასპინძლა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებული თანამშრომლობა და ერთობლივი სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების რეფორმების პროცესში მიღწეული პროგრესი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლების პოზიტიური დინამიკასა და სწავლების განვითარების შემდგომ პერსპექტივაზე. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მორიგი სწავლება მასშტაბებით განსხვავებული იქნება და ამფიბიურ და სახმელეთო კომპონენტებსაც მოიცავს. მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში მიღწეულ წარმატებებზეც ისაუბრეს, რაც ნატო-ს გენერალური მდივნის ყოველწლიურ ანგარიშშიც ხაზგასმით აღინიშნა.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ლევან იზორია უკვე შეხვდა აშშ-ის მე-2 ფლოტის სარდალს, ენდრიუ ვუდი ლუისსა და დელეგაციის წევრებთან ერთად ნორფოლკის ფლოტის სადგურში სამხედრო ავიამზიდზე დაგეგმილ ტურშიც მიიღო მონაწილეობა