ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

მაროკოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო  ჩემპიონი გახდა. ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, ქართველმა ძიუდოისტმა -57კგ წონითი კატეგორიის ფინალში იაპონელი კანაკო ჰაკამატა დაამარცხა.

ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.