დონალდ ტუსკმა ვარშავაში „ევროპულ მარშში“ მიიღო მონაწილეობა

დონალდ ტუსკმა ვარშავაში „ევროპულ მარშში“ მიიღო მონაწილეობა

ვარშავაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა „ევროპულ მარშში“, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკიცშეუერთდა.

მანიფესტაციაში ასევე მონაწილეობდნენ პოლონეთში მოღვაწე ოპოზიციონერები. მსვლელობა სახელწოდებით „პოლონეთი ევროპაში“ ევროპარლამენტის არჩევნების წინ დაიგეგმა და მიმართული იყო პროევროპელი კანდიდატების მხარდასაჭერად.

აქციის ორგანიზატორებმა პოლონელებს ევროპარლამენტის არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდეს და განაცხადეს, რომ ამ არჩევნებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ევროკავშირში პოლონეთის პოზიციისთვის და ვარშავის ამჟამინდელი ევროსკეპტიკურიმიდგომის დასასრულებლად.

დონალდ ტუსკმა პოლონეთის მოქალაქეებს მოუწოდა, ხმა მისცენ პროევროპულ პარტიებს, რაც მისი თქმით, იქნება თავისუფალი და დემოკრატიული პოლონეთის მხარდაჭერა.

„უსაფრთხო პოლონეთი ძლიერ და გაერთიანებულ ევროპაში დღეს ყველაზე ძვირფასი პოლიტიკური ღირებულებაა პოლონელებისთვის“, – აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა