ნატოს ბაზების მიმოფანტვა ჩვენს საზღვრებთან, არ შეიძლება იწვევდეს დადებით ემოციებს - დიმიტრი მედვედევი

ნატოს ბაზების მიმოფანტვა ჩვენს საზღვრებთან, არ შეიძლება იწვევდეს დადებით ემოციებს - დიმიტრი მედვედევი

რუსეთი უპასუხებს ნატოს ბაზების შექმნას მის საზღვარზე პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით - ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა სერბულ გაზეთთან ინტერვიუს დროს ისაუბრა. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. 

„ჩვენ მსხვილი ქვეყანა ვართ, ჩვენ ატომური ქვეყანა ვართ და ნატოს ბაზების მიმოფანტვა ჩვენს უშუალო საზღვრებთან, არ შეიძლება იწვევდეს დადებით ემოციებს. ჩვენ ამაზე ყოველთვის ვცემდით პასუხს და გავცემთ, პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისითაც“, - განაცხადა მედვედევმა. 

„თქვენ ლაპარაკობთ ბოსნია და ჰერცოგოვინაზე, სერბეთის რესპუბლიკაზე. ჩვენ სხვა ქვეყნების დასახელებაც შეგვიძლია. რა ხდება საქართველოში? რა ხდება უკრაინაში? ეს ქვეყნები არ არიან მარტივ მდგომარეობაში“, - ამბობს მედვედევი. 

„როდესაც ნატო შიდა კონფლიქტის მქონე ქვეყნების ასიმილაციას ცდილობს, ეს არა მხოლოდ ალიანსის წესდებას ეწინააღმდეგება, არამედ სერიოზულ შედეგებსაც გამოიწვევს. ამიტომ ნატოში შემავალი ქვეყნები ასჯერ უნდა დაფიქრდნენ, სანამ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - აღნიშნა რუსეთის პრემიერმა.