სოფელ ატოცთან განვითარებული მოვლენები არის უკანონო ბორდერიზაციის გაგრძელება - დავით ზალკალიანი

სოფელ ატოცთან განვითარებული მოვლენები არის უკანონო ბორდერიზაციის გაგრძელება - დავით ზალკალიანი

სოფელ ატოცთან განვითარებული მოვლენები არის უკანონო ბორდერიზაციის გაგრძელება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისით თქმით, ამ საკითხზე საგარეო უწყება მუდმივ რეჟიმში აყენებს საქმის კურსში პარტნიორებს.

„ჩვენი პარტნიორები მუდმივად გვყავს საქმის კურსში, მათ შორის, თანათავმჯდომარეები. ჩემი მოადგილის, ლაშა დარსალიას სატელეფონო საუბარი შედგა ყველა თავმჯდომარესთნ – ეუთო, ევროკავშირი, გაერო. ბუნებრივია, ჩვენ განსაკუთრებული სიმწვავით დავაყენებთ, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, ისე ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში. მიუღებელია ის, რა იქ ხდება. ეს არის უკანონო ბორდერიზაციის გაგრძელება. ჩვენ აუცილებლად ვართ თანმიმდევრული“, – განაცხადა ზალკალიანმა.

სოფელ ატოცის ტერიტორიაზე 150-მდე ძელი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაახლოებით ერთი წლის წინ დაამონტაჟეს, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს კი, ღობის გავლება დაიწყეს.