ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, ჯიმი კარტერი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, ჯიმი კარტერი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, ჯიმი კარტერი წაიქცა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"კარტერის ცენტრში" განაცხადეს, რომ ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯიის შტატში, საავადმყოფოში "მცირე მენჯის მოტეხილობის სამკურნალოდ და დაკვირვებისთვის" დააწვინეს. მათივე თქმით, პრეზიდენტი კარგ განწყობაზეა და ელოდება, როდის დაბრუნდება სახლში ძალების აღსადგენად.

ყოფილ პრეზიდენტს ხელოვნური მენჯის ძვალი აქვს. ამ ოპერაციის გაკეთების შემდეგ ის სამჯერ დაეცა და სამივეჯერ საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.