„თრუსოს საკითხის“ გადაწყევტას  ჩრდილოეთ ოსეთის  მეთაური  რუსეთში შვეიცარიის ელჩს სთხოვს

„თრუსოს საკითხის“ გადაწყევტას ჩრდილოეთ ოსეთის მეთაური რუსეთში შვეიცარიის ელჩს სთხოვს

ჩრდილოეთ ოსეთის მცხოვრებლები დაინტერესებულები არიან თრუსოს ხეობის საკითხის  გადაწყვეტის პოზიტიური წინსვლით - ამის შესახებ განაცხადა ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მეთაურმა ვიაჩესლავ ბითაროვმა რუსეთში შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ივ როსესთან შეხვედრისას ვლადიკავკაზში.
ვიაჩესლავ ბითაროვმა მადლობა გადაუხადა ივ როსეს რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური შუამავლის როლის შესრულებისთვის  თრუსოს საკითხის  გადაწყვეტაში. რესპუბლიკის მეთაურის თქმით, იგი ინფორმირებულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, რომ შვეიცარიამ ორჯერ გადასცა საქართველოს რუსეთის მიმართვა -  ნება მიეცა ჩრდილოეთ ოსეთის მცხოვრებლებისათვის თრუსოს ხეობაში შესვლაზე, რადგან ისინი აღნიშნული ხეობიდან არიან.
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ჩრდილოეთ ოსეთის მცხოვრებლებს თრუსოს ხეობაში შესვლა აკრძალული აქვთ. ამ მაღალმთიან რაიონში დაახლოებით ოცი ოსური სოფელი მდებარეობს, რომლებიც მოსახლეობამ 1990-იან წლებში დატოვა. ამჟამად ხეობიდან წასულთა უმრავლესობა ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზეა დასახლებული და რუსეთის მოქალაქეობა აქვთ მიღებული. თრუსოს ხეობის სოფლები კი ფაქტიურად გავერანებულია და მათში მუდმივად არავინ არ ცხოვრობს. ამასთან, ბოლო დრომდე მაინც შემორჩენილი იყო პრაქტიკა მიტოვებული სოფლების სეზონური მონახულების თვალსაზრისით - ერთი ან ორდღიანი ვიზიტით სადღესასწაულო ან რელიგიურ-მოსახსენებელ დღეებში. თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ ასეთი პრაქტიკა მთლიანად შეწყვიტა.
ვიაჩესლავ ბითაროვმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ ოსეთისათვის „თრუსოს საკითხი“ ჰუმანიტარული ხასიათის პრობლემას წარმოადგენს. ეს არის საკითხი ელემენტარული ადამიანური უფლების შესახებ, რომელიც მშობლიური სოფლების მონახულებას, ტრადიციულ სახალხო დღესასწაულების აღნიშვნას და გარდაცვლილი წინაპრების გახსენებას უკავშირდება უძველეს საგვარეულო სასაფლაოებზე. 
ივ როსემ განაცხადა, რომ იგი აუცილებლად მიმართავს ყველანაირ ძალისხმევას  ამ საკითხის მოსაგვარებლად.
წყარო: https://vladikavkaznews.com/ru/news/20191024/40965.html